georgian flag
special series: WINERY 97

Language:

Mode:

  • -
georgian flag

are you 21 or older?

თელიანი ველი თანამედროვეობის ყველაზე ჯადოსნური, ღრმა და დასამახსოვრებელი ღვინოების დაბადების ადგილია.

თელიანის წარმატების საიდუმლო რჩეული მეღვინეების მუხლჩაუხრელ, უკომპრომისო შრომაში იმალება. ზუსტად ამ გზით, უზომო თავდადების სანაცვლოდ, ღვინის ათასწლეულოვანი ისტორიის კვალდაკვალ ახერხებს თელიანი ხელოვნებისა და მეცნიერების შერწყმას და ბუნების უნატიფესი მასალებით, მიწითა და ყურძნით, სულისშემძვრელი შეგრძნებების გამოღვიძებას.

სიახლეები

Winery 97

სრული შემოქმედებითი თავისუფლებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით შეიარაღებული ოსტატების ერთობა პირველი სიყვარულივით მგზნებარე წითელ, მთის ნაკადულივით კამკამა თეთრ და ნაკვერჩხალივით მაცოცხლებელ ქარვისფერ ღვინოებს ქმნის.

საქართველო, ღვინის სამშობლო

  • დედაქალაქი: თბილისი
  • ფართობი: 69,700 კმ²
  • მოსახლეობა: 3.985 მლნ

8000 მოსავალი

525 ყურძნის ჯიში

კახეთი

ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში ღვინის დაყენება კახეთში იღებს სათავეს. თიხის განიერი ჭურჭელი - ქვევრი, უძველესი დროიდან გამოიყენება ღვინის დასადუღებლად და შესანახად. ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი  იუნესკომ 2013 წელს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.