georgian flag
special series: WINERY 97

Language:

Mode:

  • -
georgian flag

are you 21 or older?

სიახლეები

სიახლეები

Back
  • თელიანი ველი ბრიტანეთში

    თელიანი ველი ბრიტანეთში

    „თელიანი ველის“ გამორჩეული ღვინოები უკვე ბრიტანეთშია ხელმისაწვდომი

    თელიანი ველი და ბრიტანული წამყვანი დისტრიბუტორი „ბუტინო“, „გლეხურისა“ და ახალი პრემიუმ ხაზის Teliani Valley Winery 97-ის ღვინოებს ინგლისის ბაზარზე წარადგენენ.

    ბუტინოს პორტფელში „თელიანი ველი“ პირველი ქართული მეღვინეობაა, რომელიც ბრიტანელ ღვინის მოყვარულებს, გამორჩეულ ქართულ ღვინოებს სთავაზობს. „გლეხურის“ ქისი ქვევრი და კისისხევი საფერავი ქვევრი, Teliani Valley Winery 97-ის ხაზიდან კი, გაუფილტრავი საფერავი, საფერავი და ქარვისფერი კახური #8 უკვე გაყიდვაშია.

    კომპანია „თელიანი ველი“ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის სათავეში დგას.
    მეღვინეობა გამორჩეულ და განსაკუთრებულ ღვინოს აწარმოებს და მსოფლიოს წარუდგენს.

    ღვინის იმპორტიორი - „ბუტინოს“ პორტფელში 1400 ღვინოა, რომლითაც იგი ბრიტანეთის
    ბაზარს, საერთაშორისო ქსელებს, ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და რესტორნებს
    ამარაგებს. წლის განმავლობაში „ბუტინოს“ გაყიდვები 44 მილიონ ბოთლს შეადგენს. კომპანია
    განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს საუკეთესო და მაღალი ხარისხის პროდუქციას
    მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი ქვეყნებიდან.

    „თელიანი ველის“ ღვინოები ბრიტანეთის ბაზარზე 2020 წლის მაისიდან უკვე გაყიდვაშია.