სიახლეები
თელიანი ველი ამერიკის შეერთებულ შტატებში
„თელიანი ველის“ 3 ახალი ღვინის სერია ამერიკაში უკვე გაყიდვაშიათელიანი ველი და წამყვანი ღვინის იმპორტიორი ამერიკაში Georgian House of Greater Washington
(Georgian Wine House) „გლეხურისა“ და ახალი პრემიუმ ხაზის Teliani Valley Winery 97-ის ღვინოებს
ამერიკის ბაზარზე წარადგენენ.
„თელიანი ველის 3 ახალი ღვინის სერია „Winery 97”, „გლეხური“ და არტიზან მეღვინეების კოლექცია
„ღვინის ხალხი“ ინოვაციური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესოდ როგორ
წარვუდგინოთ ამერიკელ ღვინის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს გამორჩეული ქართული ღვინო“
ამბობს ნოელ ბროკეტი, „Georgian Wine House-ის” პრეზიდენტი. ჩვენ ერთად ვუყრით საფუძველს
ქართული ღვინის წარმატებას ამერიკის შეერთებულ შტატებში“
„Georgian Wine House’s-ის“ პორტფელს თელიანი ველის 7 ახალი ღვინო შეემატა: Teliani Valley
Winery 97-ის ხაზიდან Amber Blend (კახური #8), საფერავი, ცოლიკოური და საფერავი სელექშენი.
ასევე, „გლეხურის“ რქაწითელი, ქისი და კისისხევი საფერავი.
„თელიანი ველის ახალ გამორჩეულ ღვინოს 2020 წელს ამერიკის ბაზარზე წარვადგენთ.
მეღვინეებთან, საერთაშორისო კონსულტანტებთან და ამერიკაში ჩვენს იმპორტიორ
“Georgian
Wine House-თან” ერთად შეირჩა სპეციალური ასორტიმენტი ამერიკელი ღვინის
მოყვარულებისათვის. მოხარული ვარ, რომ ღვინო უკვე ადგილზეა და ხელმისაწვდომია
მომხმარებლისთვის.“ ამბობს ირაკლი ბოკუჩავა, სს „თელიანი ველის“ კომერციული დირექტორი.
კომპანია „თელიანი ველი“ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის სათავეში დგას. მეღვინეობა
გამორჩეულ და განსაკუთრებულ ღვინოს აწარმოებს და მსოფლიოს წარუდგენს.
„Georgian Wine House“ 2005 წლიდან ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს.
დღეს ის წარმოადგენს ამერიკაში წამყვან ღვინის იმპორტიორ კომპანიას და აკავშირებს
მეღვინეობებს, დისტრიბუტორებს, საცალო ქსელებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან.
„Georgian Wine House“ განსაკუთრებულ ღვინოებს არჩევს პორტფოლიოსთვის, რომელსაც
ღვინის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს ამერიკაში წარუდგენს.
„თელიანი ველის“ ახალი ღვინოები ამერიკაში 2020 წლის ოქტომბრიდან არის ხელმისაწვდომი.