georgian flag
special series: WINERY 97

Language:

Mode:

  • -
georgian flag

are you 21 or older?

მეღვინეობა "თელიანი ველი" კახეთში, ქართული მეღვინეობის შუალგულში მდებარეობს. ჩვენი ვენახები 700 ჰექტარზე არის გაშენებული.

საქართველო, ღვინის სამშობლო

  • დედაქალაქი: თბილისი
  • ფართობი: 69,700 კმ²
  • მოსახლეობა: 3.985 მლნ

8000 მოსავალი

525 ყურძნის ჯიში

შიდა ქართლი

ქართლი მეღვინეობის გამორჩეული რეგიონია. ცნობილია კლასიკური ტიპის და მაღალხარისხიანი ცქრიალა ღვინოებით. ქართლში გავრცელებულია თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები: ჩინური, გორული მწვანე და წითელი: თავკვერი, შავკაპიტო საფერავი. გარდა ამისა აქ შეხვდებით უცხოურ ჯიშებსაც: ალიგოტე, პინო შავი და თეთრი, შარდონე და სხვა.

  • კახური მწვანე

    კახური მწვანე თეთრი ყურძნის ქართული, კახური ჯიშია. სახელი „მწვანე“ მომწიფებული მის მომწვანო შეფერილობის გამოხატავს. ამ თეთრყუძნიანი ვაზის ჯიშისგან მაღალი ხარისხის ევროპული და კახური ტიპის ღვინო მზადდება, რომელსაც მომწვანო ან ჩალისფერი შეფერილობა აქვს. კახური მწვანე ხასიათდება ატმისა და ხილის არომატებით, მინერალების ტონებითა და სასიამოვნო მჟავიანობით.

  • ხიხვი

    ხიხვი გამორჩეული, ქართული თეთრიყურძნიანი ვაზის ჯიშია. ხიხვის ჯიშის ყურძნისგან მზადდება როგორც ქართული - ქვევრის, ასევე კლასიკური ტიპის ღვინოები. მისგან დამზადებულ ევროპულ ღვინოებს ეგზოტიკური მცენარეების მსუბუქი არომატები და ღია ჩალისფერი შეფერილობა აქვს. ქვევრში დამზადებულ, ტრადიციულ კახურ ღვინოს კი, მწიფე ხილის, ყვითელი ჩირის ტონები და მუქი ჩალისფერი შეფერილობა ახასიათებს.

  • ქისი

    ქისი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მისგან ტრადიციული, ქვევრის და კლასიკური, ევროპული ტიპის ღვინოები მზადდება. კლასიკურ ღვინოს ჩალისფერი შეფერილობა აქვს და ხასიათდება ყვავილების, მსხლის, ციტრუსის და მწვანე ჩაის არომატებით. ქარვისფერი ქვევრის ღვინოში გამოხატულია გარგარის, მანგოს, ცაცხვის, ფორთოხლის არომატები. ქვევრის ქისი გამოირჩევა სავსე სხეულით, მდიდარი და მკვეთრი გემოთი.

  • რქაწითელი

    რქაწითელი კახეთის რეგიონში ყველაზე ფართოდ გავრცელებული თეთრი ყურძნის ჯიშია. ახალგაზრდა რქაწითელის ღვინოს მოყვითალო-მომწვანე შეფერილობა აქვს, რომელიც ღვინის დაძველებასთან ერთად ოქროსფერ შეფერილობას იძენს. რქაწითელს არომატში ძირითადად წვანე ვაშლის, ციტრუსის, ნედლი კაკლის, კომშის, ტროპიკული ხილის, ვაშლის ჩირის და სანელებლების ტონები აქვს.

  • საფერავი

    საფერავს კახეთის რეგიონის ყველა ვენახში შეხვდებით. მისი განსაკუთრებულობა სახასიათო ჯიშურ არომატებშია, სადაც ალუბალს, ქლიავს და მუქ კენკრას აღმოაჩენთ. ახალგაზრდა საფერავს მუქი მეწამული შეფერილობა აქვს, რომელი წლებთან ერთად ლალისფერი ან ძოწისფერი ხდება. საფერავის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები ხასიათდება სხეულიანობითა და რბილი ტანინებით.

  • ცოლიკოური

    ცოლიკოური ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში. მისგან ღვინოს ძირითადად შუა იმერეთში აყენებენ. ცოლიკოურის ღვინო გამჭვირვალე, მოყვითალო ფერისაა, ხასიათდება სავსე სხეულითა და ხალისიანობით. სიძველეში უმჯობესდება, სინაზესთან ერთად ჯიშისათვის დამახასიათებელ ციტრუსებისა და ყვავილების ტონებს იძენს. ცოლიკოურის ყურძნისგან საუკეთესო ქვევრის ღვინო მზადდება.