მეღვინეობა "თელიანი ველი" კახეთში, ქართული მეღვინეობის შუალგულში მდებარეობს. ჩვენი ვენახები 700 ჰექტარზე არის გაშენებული.
საქართველო, ღვინის სამშობლო
- დედაქალაქი: თბილისი
- ფართობი: 69,700 კმ²
- მოსახლეობა: 3.985 მლნ
8000 მოსავალი
525 ყურძნის ჯიში
რაჭა-ლეჩხუმი
რაჭა-ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქაური ბუნებრივ-კლიმატური პირობები მევენახეობის განვითარებასა და მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებას უწყობს ხელს.
რაჭაში ვენახები მცირე რაოდენობით არის გაშენებული. მიუხედავად ამისა, იგი ვენახების რაოდენობის მიხედვით დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილს იკავებს. ამ რეგიონში ძირითადი საქმიანობა მევენახეობა-მეღვინეობაა და იშვიათი ვაზის ჯიშებით გამოირჩევა .
რაჭა ორ ნაწილად: ქვემო და ზემო რაჭად იყოფა. ქვემო რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ბუნებრივი პირობები ხელს უწყობს ვაზის კულტურის გავრცელებას და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებას. ხოლო ზემო რაჭა, ონის ადმინისტრაციული რაიონი თითქმის მთლიანად მთიანია და ვენახები მკაცრი კლიმატისგან დაცულ ტერიტორიებზეა გაშენებული.
რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებულია ისეთი აბორიგენული ვაზის ჯიშები, როგორიცაა: ალექსანდროული, ბუჯურეთული ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა, ძელშავი, უსახელოური, ორბელური და სხვა. ამ რეგიონში მზადდება ცნობილი ქართული ღვინოები: “ტვიში”, “ხვანჭკარა” და “უსახელოური” .