georgian flag
special series: WINERY 97

Language:

Mode:

  • -
georgian flag

are you 21 or older?

სიახლეები

სიახლეები

Back
  • IWSC 2021-ზე მოპოვებული  მედლები

    IWSC 2021-ზე მოპოვებული მედლები

    საერთაშორისო კონკურსზე The International Wine & Spirit Competition 2021 წარდგენილმა თელიანი ველის Winery97 სერიის ღვინოებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

    IWSC2021-ზე მსოფლიოს 39 ქვეყნის 4000-ზე მეტი ღვინო იყო წარდგენილი, რომლებსაც 60 ღვინის ექსპერტი აფასებდა. კონკურსზე 3400 გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი გადაეცათ.

    თელიანი ველის „Winery 97“ სერიის ღვინოები „გაუფილტრავი საფერავი 2020“ და „კახური N8 2019“ ვერცხლის, ხოლო „საფერავი 2020“ ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

    კონკურსი IWSC 1969 წელს დაარსდა. ექსპერტები მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილ ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს აფასებენ და აჯილდოვებენ.კონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის დაწესება და მსოფლიოს საუკეთესო ღვინის აღმოჩენა.

    IWSC 2021- ის შედეგები სრულად: iwsc.net/