georgian flag
special series: WINERY 97

Language:

Mode:

  • -
georgian flag

are you 21 or older?

სიახლეები

სიახლეები

Back
  • თელიანი ველი ფინეთში

    თელიანი ველი ფინეთში

    „თელიანი ველი“ და წამყვანი ღვინის იმპორტიორი ფინეთში Diamond Beverages თელიანი ველი Winery 97-ისა და „გლეხურის“ ღვინოებს ფინეთის ბაზარზე წარადგენენ.

    Diamond Beverages პორტფელს „თელიანი ველის“ 4 ახალი ღვინო შეემატა: Winery97-ის ხაზიდან კახური #8 და საფერავი. ასევე „გლეხურის“ კისისხევი საფერავი და ქისი ქვევრი. ღვინის შეძენა მომხმარებლისთვის ონლაინ, იმპორტიორის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი. www.diamondbeverages.fi

    კომპანია „თელიანი ველი“ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის სათავეში დგას. მეღვინეობა გამორჩეულ და განსაკუთრებულ ღვინოს აწარმოებს და მსოფლიოს წარუდგენს.

    Diamond Beverages ფინეთში ალკოჰოლური და არა-ალკოჰოლური სასმელების წამყვანი იმპორტიორი და დისტრიბუტორია. მის პორტფელში წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის ღვინო, ვისკი, ლუდი, ასევე მინერალური წყალი და სხვა გამაგრილებელი სასმელები.