georgian flag
special series: WINERY 97

Language:

Mode:

  • -
georgian flag

are you 21 or older?

სიახლეები

სიახლეები

Back
  • გაუფილტრავი საფერავი 2022 Winery97 სერიიდან ოქროს თასის მფლობელია

    გაუფილტრავი საფერავი 2022 Winery97 სერიიდან ოქროს თასის მფლობელია

    IWC 2024 უმაღლესი შეფასება და ოქროს თასი საუკეთესო ქართული წითელი ღვინისთვის

    „International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. წელს კონკურსში მსოფლიოს 38 ქვეყნიდან ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას.

    თელიანი ველის Winery97 პრემიუმ სერიის ღვინო „გაუფილტრავი საფერავი 2022“კონკურსის რჩეული და 96 ქულიანი შეფასებით 2 უმაღლესი ჯილდოს - ოქროს მედლისა და Georgian Red Trophy-ის მფლობელია.

    ასევე, უმაღლესი შეფასებითა და 95 ქულით, ოქროს მედალი დაიმსახურა ღვინომ ქინძმარაული 2023, Winery 97 სერიიდან.

    IWC 2024-ზე წარდგენილ „თელიანი ველის“ ღვინოებს ჯამში უმაღლესი ჯილდო - ოქროს თასი საუკეთესო წითელი ქართული ღვინისთვის, 2 ოქროს, 8 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი გადაეცა.

    აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან, IWC-ის ჟიური მეღვინეობა „თელიანი ველის“ ღვინოს ყოველწლიურად უმაღლესი ქულებით აფასებს და ოქროს თასს გადასცემს.
    კონკურსის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოებისა და მეღვინეების გამოვლენაა. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. IWC-ის მინიჭებული მედლები ხარისხის და სანდოობის უმაღლესი გარანტია.