წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო „ქინძმარაული“
საქართველო, კახეთი
ყურძნის ჯიში: საფერავი
ბუნებრივად ნახევრად ტკბილი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო “ქინძმარაული” დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. უჟანგავ ფოლადში დავარგებული ღვინო ტემპერატურის კონტროლით წყვეტს დუღილს და ინარჩუნებს ბუნებრივ შაქარს. ღვინო გაფილტრულია. ხასიათდება სიტკბოსა და სიმჟავის სასიამოვნო ბალანსით.
განსაკუთრებულად ერწყმის ცხარე საკვებსა და დესერტებს.
მიირთვით 14-16°C-ზე.