თელიანი – ამბავი ღვინის დაბადებისა
თელიანი ველი თანამედროვეობის ყველაზე ჯადოსნური, ღრმა და დასამახსოვრებელი ღვინოების დაბადების ადგილია. მეღვინეობა ხომ ხელოვნების უძველესი, უახლესი დარგია. ამ საქმიანობისათვის თავის მიძღვნა ცოდნისა და ინტუიციის უნიკალურ, ღვინოსავით მარად ცოცხალ ნაზავს მოითხოვს. ზუსტად ამ გზით, უზომო თავდადების სანაცვლოდ, ღვინის ათასწლეულოვანი ისტორიის კვალდაკვალ ახერხებს თელიანი ხელოვნებისა და მეცნიერების შერწყმას და ბუნების უნატიფესი მასალებით, მიწითა და ყურძნით, სულისშემძვრელი შეგრძნებების გამოღვიძებას.
თელიანის წარმატების საიდუმლო რჩეული მეღვინეების მუხლჩაუხრელ, უკომპრომისო შრომაში იმალება. ჩვენი განვითარების მთავარი ძრავი ღვინის დაუსაბამო სიყვარულია. პრაქტიკულ დონეზე ეს დარგის უნიჭიერესი, გულანთებული სპეციალისტების შემოკრებას და მათთვის პროფესიული ზრდისათვის საჭირო ყველა პირობის შექმნას გულისხმობს, რაც ჩვენს საქვეყნოდ ცნობილ, ამაღელვებელ ღვინოებში ითარგმნება.
სრული შემოქმედებითი თავისუფლებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით შეიარაღებული ოსტატების ერთობა პირველი სიყვარულივით მგზნებარე წითელ, მთის ნაკადულივით კამკამა თეთრ და ნაკვერჩხალივით მაცოცხლებელ ქარვისფერ ღვინოებს შობს.
სწორედ აქ, საქართველოში, ყურძნის 500-ზე მეტი ჯიშის მშობელი მიწის წიაღში, ქართული ნაციონალური იდენტობის მარცვალთან ერთად შეიქმნა ღვინის უმდიდრესი, აღმაფრენით სავსე კულტურაც.
ღვინის აკვანში აღმოსაჩენიც უამრავია. საქართველოს თვალწარმტაც ბუნებასთან, უგემრიელეს კერძებთან და დაუშრეტელი შთაგონებით სავსე კულტურასთან ერთად, თელიანის ღვინოები ჩვენი სულის ყველაზე მშვიდ, შესაძლებლობებით სავსე ადგილას გვაბრუნებენ, საიდანაც თავიდან, სიცოცხლის განახლებული წყურვილით აღვსილნი ვიბადებით.