თეთრი მშრალი ღვინო ამბერ ბლენდი
საქართველო, კახეთი
ყურძნის ჯიში: რქაწითელი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი.
კახური No.8 დამზადებულია კახეთში, ჩვენს ვენახებში მოწეული რქაწითელის, კახური მწვანეს, ხიხვისა და ქისის ჯიში ყურძნისაგან. ეს უნიკალური ღვინო დავარგებულია უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში 6 თვის განმავლობაში, ჭაჭაზე დაყოვნებით, რაც მას ქარვისფერ შეფერილობას სძენს. ჭაჭაზე ღვინის დაყოვნება და დავარგება უწყვეტი ქართული ტრადიციაა. ღვინოს ნათელი შეფერილობა აქვს, საშუალოდ სხეულიანი, ჰარმონიული, დაბალანდებულია. გამოირჩევა რბილი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით. ხასიათდება არომატული მცენარეებისა და ჩირის ტონებით.
ეს ღვინო განსაკუთრებულად ერწყმის თევზს, ყველს და ხორციან კერძებს.
მიირთვით 15-17 ° C -ზე