სიახლეები
თელიანი ველი სვანეთის საერთაშორის კინოფესტივალის პარტნიორია
10-16 ივლისს, მესტიაში „სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი” გაიმართა.
თელიანი ველი ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია. მეღვინეობამ ფესტივალის სტუმრებს ღვინით უმასპინძლა და საჩუქრად პრემიუმ სერიის ქვევრის ღვინო „გლეხური“ გადასცა.
კინოფესტივალი სვანეთში მეორედ ჩატარდა და 80-მდე ხელოვანი, კინემატოგრაფისტი და რეჟისორი დაესწრო.
ფესტივალის ფარგლებში ღია და დახურული კინოჩვენებები, ვორქშოფები, მასტერკლასები და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი მოეწყო.
წლევანდელი ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: ქართველი რეჟისორი გელა ბაბლუანი და სამეჰ ალა – კანის საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მფლობელი, პირველი ეგვიპტელი რეჟისორი. კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ვიმ ვანაკერი გახლდათ, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამერია.