მეღვინეობა "თელიანი ველი" კახეთში, ქართული მეღვინეობის შუალგულში მდებარეობს. ჩვენი ვენახები 700 ჰექტარზე არის გაშენებული.
საქართველო, ღვინის სამშობლო
- დედაქალაქი: თბილისი
- ფართობი: 69,700 კმ²
- მოსახლეობა: 3.985 მლნ
8000 მოსავალი
525 ყურძნის ჯიში
სამეგრელო - ზემო სვანეთი
მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერა – სამეგრელო-ზემო სვანეთი, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ მევენახეობა-მეღვინეობის სიმბოლოს წითელყურძნიანი საღვინე ჯიში – მეგრული ოჯალეში წარმოადგენს, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით რეგიონში ცოლიკოურის ყურძნის ჯიშია გავრცელებული.