მეღვინეობა "თელიანი ველი" კახეთში, ქართული მეღვინეობის შუალგულში მდებარეობს. ჩვენი ვენახები 700 ჰექტარზე არის გაშენებული.
საქართველო, ღვინის სამშობლო
- დედაქალაქი: თბილისი
- ფართობი: 69,700 კმ²
- მოსახლეობა: 3.985 მლნ
8000 მოსავალი
525 ყურძნის ჯიში
იმერეთი
იმერეთი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და საქართველოს მევენახეობის მეორე ძირითადი რეგიონია. აქ გავრცელებულია თეთრყურძნიანი ცოლიკოურის, ციცქას და კრახუნას ვაზის ჯიში, წილყურძნიანი ოცხანური საფერე და ალადასტური.
იმერეთი იყოფა სამ ნაწილად: ზემო, შუა და ქვემო იმერეთად იყოფა. ტერიტორიის 70% მთიანია, თითოეულ მიკრორაიონში გვხვდება განსხვავებული კლიმატური პირობები და ნიადაგის შემადგენლობა.
იმერული ღვინოები ძირითადად კლასიკური მეთოდით, ქვევრის გარეშე მზადდება, ხასიათდება ხალისიანი არომატებითა და სასიამოვნო მჟავიანობით.
კახური ღვინოებისგან განსხვავებით, იმერეთში მაცერაციისათვის თეთრი ყურძნის კანის 30%-ს იყენებენ და ჭაჭაზე (კლერტის გარეშე) 1 თვის განმავლობაში აყოვნებენ, მაშინ როდესაც კახეთში მაცერაციისთვის ყურძნის კანის 100%-ს იყენებენ (კლერტთან ერთად) და ჭაჭაზე 6 თვის განმავლობაში ტოვებენ.