მეღვინეობა "თელიანი ველი" კახეთში, ქართული მეღვინეობის შუალგულში მდებარეობს. ჩვენი ვენახები 700 ჰექტარზე არის გაშენებული.
საქართველო, ღვინის სამშობლო
- დედაქალაქი: თბილისი
- ფართობი: 69,700 კმ²
- მოსახლეობა: 3.985 მლნ
8000 მოსავალი
525 ყურძნის ჯიში
აფხაზეთი
აფხაზეთი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამ ზონაში მევენახეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი კლიმატური პირობებია. ვენახები უმთავრესად მაღლობებზეა გაშენებული, ნიადაგები ალუვიური და მაღალკარბონატულია. ადგილობრივ ვენახებში გაშენებული ვაზისაგან მოწეული ყურძნით წითელ და თეთრ ღვინოებს ამზადებენ.