georgian flag
special series: WINERY 97

Language:

Mode:

  • -
georgian flag

are you 21 or older?

სიახლეები

სიახლეები

Back
  • IWC2022- ზე მოპოვებული უმაღლესი ჯილდოები და საერთაშორისო აღიარება.
  • აქ ალტი უნდა
  • აქ ალტი უნდა
  • აქ ალტი უნდა

    IWC2022- ზე მოპოვებული უმაღლესი ჯილდოები და საერთაშორისო აღიარება.

    თელიანი ველის მთავარი მეღვინე მიხეილ ხმელიძე მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეების სამეულშია.

    „International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში ტარდება.
    წელს კონკურსში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას.

    IWC 2022-ზე წარდგენილ „თელიანი ველის“ ღვინოებს 2 უმაღლესი ჯილდო - ოქროს თასი, 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი გადაეცა.

    გლეხური ხიხვი ქვევრი 2019 კონკურსის რჩეული და 2 უმაღლესი ჯილდოს - Gold Trophy და Georgian White Trophy-ის მფლობელია.

    ღვინის ექსპერტების მიერ უმაღლესი ქულებით შეფასებული და გამარჯვებული ღვინოებია:

    გლეხური, ხიხვი ქვევრი 2019 - Khikhvi Trophy; Georgian White Trophy; ოქროს მედალი

    გლეხური, ხიხვი ქვევრი 2020 - ოქროს მედალი

    გლეხური, კაბერნე-საფერავი 2019 - ვერცხლის მედალი

    თელიანი ველი, WINERY97 კახური #8 - ვერცხლის მედალი

    თელიანი ველი, WINERY97 გაუფილტრავი საფერავი 2020 - ვერცხლის მედალი

    გლეხური, ქისი ქვევრი 2019 - ვერცხლის მედალი

    გლეხური, ცოლიკოური ქვევრი 2021 - ვერცხლის მედალი

    კონკურსის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოებისა და მეღვინეების გამოვლენაა.

    International Wine Challenge 2022 წლის საუკეთესო მეღვინეებს შემდეგ კატეგორიებში წარადგენს: წითელი, თეთრი, ცქრიალა, შემაგრებული და ტკბილი ღვინო.
    თელიანი ველის მთავარი მეღვინე მიხეილ ხმელიძე თეთრი ღვინის კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეების სამეულშია.

    2022-წლის კონკურსში 317 ოქროს, 1731 ვერცხლის და 2048 ბრინჯაოს მფლობელი ღვინო გამოვლინდა. IWC2022-ის რჩეული მეღვინეების ვინაობა 7 ივლისს გამოცხადდება.

    დამატებით ინფორმაციისთვის:

    https://bit.ly/3MmDptD