სიახლეები
Decanter 2022 -ზე მოპოვებული კიდევ ერთი წარმატება
1 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედლალისაერთაშორისო კონკურსზე „Decanter 2020“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პლატინის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
დეკანტერის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო -„Best in Show” ყოველწლიურად მხოლოდ 50 საუკეთესო ღვინოს გადაეცემა.
გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ.
წელს კონკურსში მსოფლიოს 54 ქვეყნიდან 18 244 ღვინო იღებდა მონაწილეობას. უმაღლესი შეფასებით, 1 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა Winery97-ისა და გლეხურის ღვინოები.
ჯილდოები:
გლეხური, ქისი ქვევრი 2019 - ოქრო
გლეხური, ხიხვი ქვევრი 2019 - ვერცხლი
გლეხური, ქისი ქვევრი დაძველებული მუხაში 2019 - ვერცხლი
გლეხური, საფერავი რეზერვი 2021 - ვერცხლი
Winery97, კახური #8 2020 - ვერცხლი
Winery97, გაუფილტრავი საფერავი, 2021 - ვერცხლი
DWWA 2022 შედეგები სრულად: shorturl.at/dyWZ1
Decanter Worldwide Aword -ს მიერ მინიჭებული ჯილდო ხარისხისა და სანდოობის გარანტია.