georgian flag
special series: WINERY 97

Language:

Mode:

  • -
georgian flag

are you 21 or older?

სიახლეები

სიახლეები

Back
  • თელიანი ველის პრემიალური ღვინის პრეზენტაცია ამერიკაში
  • აქ ალტი უნდა
  • აქ ალტი უნდა
  • აქ ალტი უნდა
  • აქ ალტი უნდა

    თელიანი ველის პრემიალური ღვინის პრეზენტაცია ამერიკაში

    2 ნოემბერს ამერიკაში, ტეხასის შტატში ღვინის პროფესიონალებისა და მედიისთვის თელიანი ველის პრემიალური ხაზის პრეზენტაცია გაიმართა.

    ღონისძიებას სომელიეები, ღვინის პროფესიონალები, სავაჭრო ქსელისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდენენ.

    მოწვეულმა სტუმრებმა თელიანი ველი Winery97-ის სპეციალური სერიიდან - ამბერ ბლენდი, საფერავი, საფერავი სელექშენი, ქინძმარაული და ცოლიკოური დააგემოვნეს. „გლეხურის“ ქვევრის ღვინის ხაზიდან რქაწითელი ქვევრი, ქისი ქვევრი და კისისხევის საფერავი იყო წარმოდგენილი, „ღვინის ხალხის“ საკოლექციო ღვინოებიდან კი, ალიოშა კაპანაძის რქაწითელი 2018.

    პრეზენტაციაზე ქართული მერღვინეობის, უძველესი ქართული ყურძნის ჯიშებისა და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციის შესახებ ისაუბრეს.

    ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო თელიანი ველის საკოლექციო ღვინოების - 2004 წლის მოსავლის“ მუკუზანისა“ და 2011 წლის „რქაწითელის“ დაგემოვნება.

    ღონისძიება იტალიურ რესტორანში, Concura-ში გაიმართა, რომელსაც მეღვინეობა „თელიანი ველის“ ოფიციალური იმპორტიორი ამერიკაში Georgian Wine House, Serendipity და სომელიე იური ბუჯარი მასპინძლობდა.