სიახლეები
„თელიანი ველის“ კახური No 8 ოქროს ჯილდოს მფლობელია
საერთაშორისო კონკურს „Mundus Vini 2021“ -ზე მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის მედლებისაერთაშორისო კონკურსზე „28th Grand International Wine Award MUNDUS VINI“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
Grand International Wine Award MUNDUS VINI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, სადაც ექსპერტები ღვინოს ფარული დეგუსტაციით აფასებენ და აჯილდოვებენ.
2021 წელს ჟიურიმ მთელი მსოფლიოდან, 1546 ოქროსა და 1339 ვერცხლის მედლის მფლობელი ღვინო გამოავლინა.
MUNDUS VINI Spring Tasting 2021 შედეგები:
თელიანი ველი, Winery 97, კახური No 8, 2019 – ოქროს მედალი
გლეხური, რქაწითელი ქვევრი, 2019 - ვერცხლის მედალი
გლეხური, ქისი ქვევრი, 2019 - ვერცხლის მედალი
MUNDUS VINI-ს მიერ მინიჭებული ჯილდო ხარისხისა და სანდოობის გარანტია.
ბმული: www.mundusvini.com